x
image
worldsport.ge
შტიმაცმა შემადგენლობა დაასახელა

imageხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ შტიმაცმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა იმედიც, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩში ექნება.
მეკარეები: პლეტიკოსა (“როსტოვი”), სუბაშიჩი (“მონაკო”), კრეშიჩი (“ლოკომოტივი”, მოსკოვი);
მცველები: სრნა (“შახტარი”), ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, მოსკოვი), ლოვრენი (“საუთჰემპტონი”), ბუბნიჩი (“უდინეზე”), შილდენფელდი (“პანათინაიკოსი”), ვიდა (“დინამო”, კიევი), სტრინიჩი (“დნეპრი”), ვრსალკო (“ჯენოა”);
ნახევარმცველები: რაკიტიჩი (“სევილი”), მოდრიჩი (“რეალი”), ვუკოევიჩი (“დინამო”, კიევი), ბადელი (“ჰამბურგი”), კოვაჩიჩი (“ინტერი”), პერიშიჩი (“ვოლფსბურგი”), კრანჩარი (“ქუინზ პარკ რეინჯერსი”), ადემი (“დინამო”, ზაგრები);
თავდამსხმელები: ოლიჩი (“ვოლფსბურგი”), ელავიჩი (“ევერტონი”), ედუარდო (“შახტარი”), კალინიჩი (“დნეპრი”).
ხორვატებს 17 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილი უკვე დაიბევეს, რადგან უახლოეს მდევარ სერბეთს, რომელსაც ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი 6 ქულით უსწრებს. პირველ ადგილზე 22 ქულით ბელგიაა და ხორვატები მას 11 ოქტომბერს უმასპინძლებენ, ხოლო 15 ოქტომბერს შოტლანდიაში ითამაშებენ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
6
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0