x
image
worldsport.ge
არსენ ვენგერი: “არსენალში” დარჩენა სამუდამოდ მსურს”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზადაა კლუბის მეპატრონის სტენ კროენკეს წინადადება მიიღოს და ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
“სიმართლე რომ ვთქვა, აქ დარჩენა სამუდამოდ მსურს, რადგან ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ უკვდავი ვარ” – განაცხადა ვენგერმა ღიმილით ESPN-თან საუბარში.
“იმდენდად გულუბრყვილო არ ვარ, რომ ასეთი რამ დავიჯერო, მაგრამ ვიდრე აქ ვიმყოფები, შევეცდები ამ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ეს კლუბი მიყვარს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ სტენ კროენკე მენდობა და ფიქრობს, რომ შემიძლია “არსენალს” დავეხმარო. ასეთი დიდი ნდობა ძალიან პოზიტიურია.
კარგია, კონტრაქტის გასაგრძელებლად ბევრი საუბარი რომ არ მჭირდება. არა მგონია, ამ მომენტში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. მე ვთქვი, რომ მსურს კონცენტრაცია მიმდინარე სეზონში გუნდის ხარისხიან გამოსვლაზე მოვახდინო და კლუბისადმი ჩემს ერთგულებას ეჭქვეშ ვერავინ დააყენებს. მინდა წარმატებული ვიყო და ამიტომ, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მეორეხარისხოვანია. ბევრი წინადადება უარვყავი, რადგან ვაფასებ რაც აქ მაქვს. ამ კლუბს ყოველთვის განსაკუთრებულად მივიჩნევდი. მნიშვნელოვანია იცოდე რა გინდა” – დაამატა 63 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.
კითხვაზე თუ როდის გააფორმებს ახალ კონტრაქტს, ვენგერმა შემდეგი უპასუხა: “როგორც კი დროს ვნახავ ამ საკითხის მოსაგვარებლად”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0