საზოგადოება ბრიტანული პრესა საქართველოზე სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ჭიათურის მაღაროში მომუშავე მეშახტეთა სარისკო ცხოვრებაზე 2013, 25 სექტემბერი, 16:04 ქართული მრავალსაუკუნოვანი ისტორია იმას გვასწავლის, რომ ჩვენ ყველაფრის გამძლე და ყველაფრის ამტანი ერი ვართ.თუმცა გასაკვირი და უჩვეულო ცივილიზებული ევროპისთვის აღმოჩნდა ჩვენი არსებობა და გაუსაძლისი ყოფიერება.
"მეშახტეები იძულებულნი არიან ზიდონ სასიკვდილო -
"metal coffins" - ანუ "რკინის კუბო" -
ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას მნიშნელოვანი ბრიტანული საიტი, სადაც საუბარი შეეხება საქართველოს ქალაქ ჭიათურის მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქს, სადაც მუშები 18 საათიანი სამუშაობა გრაფიკით ეწევიან უმძიმეს სამუშაოს.სტატიაში ლაპარაკია ასევე ქარხნის მსოფლიო მნიშნელობაზე, მოძველებულ და დაჟანგულ - გასული საუკუნის საბჭოთა წარმოების სატრანსპორტო სისტემაზე, 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე და დასაქმებული მეშახტეების ურთულეს მდგომარეობაზე.
საუკეთესო წლებში ჭიათურის ქარხანა აწარმოებდა მანგანუმის 60 % - ს და მსოფლიოს ამარაგებდა.ქალაქი მთიან რეგიონში მდებარეობს და 1879 წლიდან ჭიათურის მანგანუმის ქარხანა ერთ - ერთი მთავარი ცენტრი იყო არა მარტო კავკასიაში, არამედ იმდროინდელ საბჭოთა კავშირში.ქარხანა რუსეთის 1905 წლის რევოლუციის მთავარი დასაყრდენი გახლდათ ბოლშევიკებისა.დღეისათვის ქარხანას 17 საბჭოთა დროინდელი მანქანა ემსახურება და საუკუნის რუსული წარმოების ტრამვაი, რითაც მთაგორიანი ქალაქის მოსახლეობა უკავშირდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს.1954 წელს იქნა აშენებული საბაგირო "ლიფტი", მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის მიერ იქნა ანექსირებული.თანდათან ქარხანამ იმდროიდან მოყოლებული უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მიუხედავად მთაგორიანი და ციცაბო ფერდობიანი ადგილმდებარეობისა. 69 10-ს მოსწონს
|