საზოგადოება ქართველმა პატიმარმა გინესის რეკორდი მარტის თვეში დაამყარა, ამჯერად კი რეკორდი გააუმჯობესა 2013, 21 სექტემბერი, 15:16 გინესის რეკორდი ქართველმა პატიმარმა კუკური სალბიშვილმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის თვეში მოხსნა, როდესაც შეძლო და შუა თითზე 17 აზიდვა შეასრულა. ამჟამად კი მან რეკორდი გააუმჯობესა და ერთ წუთში 49 აზიდვა მოახდინბა. რეკორდის დამყარების დროს პატიმარი ორ თითს ეყრდნობოდა.
გინესის რეკორდსმენმა კუკური სალბიშვილმა ქსნის მე - 15 დაწესებულებაში დაამყარა.აღნიშნულ ღონისძიებას კი საქართველოს რეკორდების ფედერაცია უწევდა, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა.
როგორც აღვნიშნეთ, მან მარტის თვეში მოხსნა პირველი რეკორდი, რის საფუძველზეც ქართველი პატიმარი აზიის რეკორდების წიგნშია შეყვანილი.
ცნობისათვის, ქართველი პატიმარი კუკური სალბიშვილი პირველია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
144 10-ს მოსწონს
|