x
image
worldsport.ge
ტრაპატონი: “სამწვრთნელო კარიერას ვაგრძელებ”

image74 წლის ჯოვანი ტრაპატონი, რომელმაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაფიქსირებული ცუდი შედეგის გამო, რამდენიმე დღის წინ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, აცხადებს, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით, რაც მნიშვნელოვანწილად, უიღბლობის ბრალია. ირლანდიის ნაკრები საკმაოდ მძიმე ჯგუფში მოხვდა, თან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმიც ვერ გამოავლინა და ერთხმად გადავწყვიტეთ კონტრაქტის გაწყვეტა. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ვგრძნობ, რომ ჯერ საქმის კეთების ძალა კიდევ შემწევს. ასე რომ, სამწვრთნელო კარიერას აუცილებლად გავაგრძელებ”, – უთხრა ჯოვანი ტრაპატონიმ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემას.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0