საზოგადოება იოზილის "არსენალში" გადასვლის რეალურ მიზეზს ფარდა აეხადა 2013, 12 სექტემბერი, 11:25 მესუთ იოზილის გარშემო ატეხილმა სკანდალმა ბოლოს და ბოლოს რეალური ფაქტი გამოავლინა. უამრავი კითხვები დატოვა მისმა მოულოდნელმა გადასვლამ მადრიდის " რეალიდან 'არსენალში'.ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი, როგორიც იოზილია, ასე მარტივად არ უნდა დაეთმო "რეალს".იტალიური და ესპანური მედია დაინტერესებული იყო სიმართლე გაეგო მომხდარზე და ახლახანს უცხოური პრესის ფურცლებზე მესუთ იოზილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა, სადაც ფეხბურთელის პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი.სტატიაში ვკითხულობთ: - " მესუთის "რეალიდან" წასვლა ვენესუელი მოდელის აიდა იესპიკასადმი უსაზღვრო ინტერესმა გამოიწვია.
იოზილის სიყვარული მოდელისადმი იმდენად დიდი იყო, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას სხვა გზა არ ჰქონდა". როგორც ირკვევა, ფეხბურთელი ყოველ ორ კვირაში დაფრინავდა პარიზსა და მილანში, რათა მოდელის ნახვის სურვილი დაეკმაყოფილებინა და ამისთვის თვითმფრინავში 18 ათას დოლარს ხარჯავდა.იოზილის ნათესაობა ჯერ კიდევ გასულ წელს ბრაზობდა და აპროტესტებდა მის გადაწყვეტილებას. ფეხბურთელის ეს დაუსრულებელი მოგზაურობები ძალიან ცუდად აისახებოდა მის თამაშზე, რის გამოც მადრიდულმა კლუბმა ბომბარდირთან განშორება გადაწყვიტა. გარდა ამისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არც მოდელია გულგრილი ფეხბურთელის მიმართ და სავარაუდოდ მასაც მოუწევს ადგილმდებარეობის შეცვლა. როგორც კატალონიური გაზეთი El Mundo Deportivo გვატყობინებს, მოდელი იადა იესპიკა ლონდონში გადაბარგდება, რათა მესუთთან ახლოს იყოს. 121 14-ს მოსწონს
|