საზოგადოება 500 000 დოლარად "შეფასებული პაემანი" კრისტენ სტიუარტთან 2013, 11 სექტემბერი, 22:06 რობერტ პატინსონთან დაშორების შემდეგ არა ერთი ჭორი წაგვიკითხავს კრისტენ სტიუარტზე.ამჟამადაც ცნობილი მსახიობის მიმართ ინტერესი არ ცხრება.ვარსკვლავი დათანხმდა შეხვედროდა თავის მორიგ თაყვანისმცემელს სამხრეთელ - არაბ პრინცს და უდიდესი სურვილი იყო, რომ საზოგადოებას ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა, მაგრამ დაინტერესებულ მსოფლიოს აბა რამე გამორჩება ყურადღების ცენტრიდან? მსახიობს გულშემატკივარმა ნახევარი მილიონი დოლარი შესთავაზა მხოლოდ 15 წუთიან შეხვედრაზე დასტანხმებოდა, რაზეც სტიუარტი უარს ვერ იტყოდა. თავდაპირველად თაყვანისმცემელმა უფრო ნაკლები თანხა დაასახელა, მაგრამ ვარსკვლავმა სიმკაცრე შეინარჩუნა და ნახევარ მილიონზე დათანხმდა.აღნიშნულს მოწმეებიც ესწრებოდნენ.შეხვედრა რამდენიმე თვის წინ გაიმართა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის მხოლოს ახლა გახდა ცნობილი.მთლიანი თანხა შეთანხმების თანახმად გადაეცემა დახმარების ფონდს და გასული წლის ოქტომბრის შედეგად დაზარალებულ იამაიკის, კუბის, ჰაიტის, ფლორიდის, ჩრდილო ამერიკის, აღმოსავლეთ კანადის მოსახლეობას. გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალები ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე გახდა ცნობილი, რაზეც პროდიუსერმა ხარვი ვაინშტეინმა ისაუბრა დოკუმენტური ფილმის ჩვენების მომენტში"12.12.12".ეს ის დოკუმენტური ფილმია, სადაც საქველმოქმედო კონცერტი იმართება დაზარალებულების დასახმარებლად. 227 17-ს მოსწონს 2-ს არა
|