x
image
worldsport.ge
სეზარი სკოლარის მხარდაჭერამ გააკვირვა

imageბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჟულიუ სეზარი, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუიშ ფელიპე სკოლარის მხარდაჭერით გაკვირვებული დარჩა.
გუშინ, ბრაზილიელთა დამრიგებელმა განაცხადა, რომ სეზარი ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს, თუ ის კლუბში სათამაშო პრაქტიკას ვერ მიიღებს.
“სკოლარის კომენტარი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. ის კვლავ ჩემს მხარესაა.
იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდე, კლუბში სტაბილურად უნდა ვითამაშო.” – ციტირებს სეზარის სიტყვებს Sky Sports-ი.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0