x
image
worldsport.ge
“ტოტენჰემმა” პატოზე უარი მიიღო

imageგარეთ ბეილის “რეალში” გაყიდვის შემდეგ ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ ტრანსფერიდან მიღებული თანხის ნაწილით თავდასხმის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტა და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდ ალეშანდრე პატოს თაობაზე მის კლუბს - “კორინთიანსს” მიმართა. ინფორმაცია სამხრეთამერიკულმა გამოცემა Sambafoot-მა გაავრცელა.
კლუბებს შორის მოლაპარაკება არ შედგა, რადგან ბრაზილიელებმა შეთავაზება არასერიოზულ ნაბიჯად ჩათვალეს, რადგან “ტოტენჰემს” პატოს გადაბირება იმაზე ნაკლებ თანხად სურდა, ვიდრე თავის დროზე, “კორინთიანსმა” იგი “მილანისგან” შეიძინა. ბრიტანელები მხოლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0