x
image
ვიზა კოხაძე
ტერაქტი სოხუმში: ქილერმა ცინიკურად დახვრიტა რუსი დიპლომატი და მისი მეუღლე
imageსაგამოძიებო მუშაობა უკვე დაწყებულია რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის ცინიკურ მკვლელობასთან დაკავშირებით. 36 წლის დიმიტრი ვირშენევი დღეს დილით გამთენიისას იქნა მოკლული და როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელი დილიდან ელოდებოდა მსხვერპლს.ეს იყო "წინასწარ დაგეგმილი და ცინიკური მკვლელობა" - ასე აფასებენ მომხდარს.მკვლელობა მოხდა ნოზაძის ქუჩაზე, სადაც ვიცე - კონსულს ბინა ჰქონდა ნაქირავები. უცნობმა ცეცხლი გახსნა იარაღიდან მაშინ, როდესაც დიპლომატის მანქანა ავტოფარეხიდან გამოვიდა.36 წლის დიმიტრი ვიშერნევმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.დიპლომატის მეუღლე კი მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია დეტონატორი, რომელიც სავარაუდოდ მობილური ტელეფონით დისტანციურად უნდა მართულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.არაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსნდრე ანქვაბმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს და დროულად იქნას გამოძიებული საქმე.

image
გავრცელებული ინფორმაციით გამოძიება უკვე მუშაობს სავარაუდო მკვლელზე, რომლის აღწერილობაც და შესაძლო მარშრუტიც დადგენილია.თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება. რაც შეეხება დიპლომატის მეუღლეს, ის საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

ცნობისათვის, დიმიტრი ვიშერნევი 2009 წლიდან მუშაობდა აფხაზეთში და მისი "სიკვდილი დიდი დანაკლისია საელჩოებისა და დიპლომატიური სამსახურებისთვის" - აცხადებს მთავარი დიპლომატი სემიონ გრიგოლიევი.რუსული საგამოძიებო სამსახურები მომხდარს ტერორისტული მკვლელობის კვალიფიკაციას აძლევენ.

imageimage




2
217
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
217
  
2013, 10 სექტემბერი, 15:38
სიტყვა სიტყვით ნათარგმნია მეგობარო:D
2013, 10 სექტემბერი, 15:37
ცინიკურად დახვრეტა რას ნიშნავს, იქნებ ახსნათ??
0 1 2