ბოლს და ბოლოს ერთწლიანი ლოდინის შემდეგ "A" სტუდიოს სოლისტმა ქეთა თოფურიამ ცნობილ ბიზნესმენთან ოფიციალურად ხელი მოაწერა. ხელის მოწერა შედგა 7 სექტემბერს კუტუზოვის სამოქალაქო რეესტრში.ცნობილია, რომ ბიზნესმენმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე სთხოვა ხელი ქართველ მომღერალს, მაგრამ ისინი მხოლოდ ახლა დაქორწინდნენ, რომელთა საქორწინო ცერემონია დღეს გაიმართება.როგორც რუსული პრესა გვატყობინებს, ხელის მოწერის ცერემონია ძალიან უბრალოდ გაიმართა, რაც აისახა მეფე - დედოფლის ჩაცმულობაზე. პატარძალს ეცვა მოკლე "პერფორირებული კაბა" ზურგზე დიდი დეკოლთით და ფეხზე ლეოპარდის კედები შესაკრავებით. ტრადიციული იყო მხოლოდ კაბის ფერი - თეთრი. არც ფატა, არც რაიმე განსაკუთრებული ვარცხნილობა, სიძეს ეცვა შავი შარვალი, უბრალო თეთრი "ფუტბოლკა" და მუქი ლურჯი პიჯაკი.
ხელისმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ მხოლოდ ახლო მეგობრები. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რასაც ხელისმოწერა ჰქვია, ახალგაზრდებმა გაუშვეს თეთრი მტრედები.სადღესასწაულო ღონისძიება დაგეგმილია 9 სექტემბერს, ანუ დღეს. ამბობენ, რომ ქეთა თოფურიამ ამ დრესთან დაკავშირებით პარიზიდან ძალიან მდიდრული საქორწინო კაბა ჩამოიტანა, რომელიც ცნობილმა დიზაინერმა ელ სააბმა შექმნა.