საზოგადოება როგორ აფასებენ ორგანიზატორები ფესტივალის პირველი ღამის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას და რას ამბობენ ისინი (+ ბევრი ფოტო) 2013, 28 აგვისტო, 5:53 როგორც ჩანს, მსგავსი სიტუაცია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ქვეყნებშიც ხდება, როცა ათიათასობით გულშემატკივარი რაღაც მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრება და შემდეგ ყველაფერი ავიწყდება, თუ როგორ უნდა დატოვოს ტერიტორია.მუსიკალური ფესტივალის Reading Festival პირველი ღამის შემდეგ საშინლად გამოიყურებოდა ზუსტად ის ადგილი, სადაც ფესტივალი ჩატარდა. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ეს უფრო "საბრძოლო პოლიგონს" ან თუნდაც "ტორნადოს" ჰგავდა.დილით მოწყობილი სცენა საღამოს უკვე ნაგავსაყრელად იქცა. მუსიკა შეჩერდა, პარტია დასრულდა, სცენა დაინგრა და 90 ათასი გულშემატკივარი სახლში წავიდა. აქ კი უამრავ საჭირო ან უსარგებლო ნივთს ნახავდით: ლუდის ქილებს, ნახევრად შეჭმულ საკვებს, დაკარგულ და არასასურველ ნივთებს, ტანსაცმელს, საძილე ტომრებს. განსაკუთრებით კი ანტისანიტარია სუფევდა კარვებში, რომლებიც მაყურებლებს ჰქონდათ წინასწარ მოწყობილი. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, გულშემატკივრებმა ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით გააკეთეს, როცა მათ გადაწყვიტეს, რომ ერთ კარავში 8 - 10 ადამიანი მოთავსებულიყო, რადგან სულ რამდენიმე ფუნტი დაჭირდებოდათ. მათი თქმით ეს დასაშვებია, მაგრამ როცა ასეთი უწესრიგობა და ანტისანიტარია სუფევს ირგვლივ, ეს კი - ადამიანების სოციალური თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მთავარი საკითხია.ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ სრული წესრიგის და თავდაპირველი სახის დასაბრუნებლად სავარაუდოდ ორი კვირა მაინც დასჭირდებათ. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაში მიატოვეს გულშემატკივრებმა ფესტივალის მიმდებარე ტერიტორია. 22 9-ს მოსწონს 1-ს არა
|