x
image
ვიზა კოხაძე
ლეგენდარული ამერიკელი სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიკვდილის პირასაა

imageლეგენდარული ამერიკელი სპორტსმენის მაიკლ ტაისონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რაც გადაჭარბებული ალკოჰოლისა და ნარკოტიკების დიდი დოზით მიღების შედეგად გამოიკვეთა.მის სიცოცხლე სიკვდილის პირასაა, რის შესახებაც თავად ტაისონი აკეთებს განცხადებას.- " მე მინდა სწორად წარვმართო ჩემი ცხოვრება და არ მინდა მოვკვდე.მე სიკვდილის პირასა ვარ, იმიტომ რომ ძალიან ლოთი ვარ" - ეს განცხადება ტაისონმა ესპანურ სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

მას არა ერთხელ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. - "მე ვატყუებდი ყველას, რომ მე ნარკოტიკისთვის თავი დანებებული მქონდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ 6 დღეა, რაც სუფთა ვარ.გადავწყვიტე, რომ დღეიდან ნარკოტიკს საერთოდ აღარ გავეკარო".

image
როგორც ცნობილია, სპორტსმენს ალკოჰოლთან პრობლემები 1989 წელს დაეწყო.1990 წლიდან კი მისი სწრაფვა ნარკოტიკის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და საერთაშორისო ტურნირიც სკანდალით დაასრულა, როდესაც მოწინააღმდეგე ხოლიფილდს მატჩის დროს ყური მოაჭამა.

აღნიშნულმა ფაქტმაც ვერ შეცვალა მისი სისასტიკით ცნობილი ცხოვრება, სანამ ტაისონი 2008 წელს ნარკოტიკის მოხმარებისთვის არ დააპატიმრეს.მაშინ ის კოკაინის გადაჭარბებული დოზის ქვეშ იმყოფებოდა.თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ტაისონმა სხვა საშინელებაც ჩაიდინა, როცა მან გაუპატიურებისთვის სამ წლიანი სასჯელი მოიხადა.ოთხი თვის წინ კი ტაისონი ქუჩის კონფლიქტის მონაწილეც გახდა, როცა უბრალო გამვლელებს ჩხუბი აუტეხა და ცემა უბრალო მოქალაქეები.

4
206
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
206
  
2013, 29 აგვისტო, 20:18
მეც ეგ დავწერე რომ იყო:) მე მეცოდება ნარკომანებიც და ალკოჰოლიკებიც და ა.შ ისინი სუსტი ადამიანები არიან ვერ უმკლავდებიან პრობლემებს და ,,შვებას,, ასე პოულობენ სამწუხაროდ....
2013, 29 აგვისტო, 18:23
იყო, ეხლა მაგარი ნარკომანია სიცოცხლე ერთ ადგილზე კიდია, არავინ მეცოდება ვინც ნარკოტიკების გამო კვდება ))
2013, 28 აგვისტო, 11:24
საწყალი არა და მართლა მაგარი მოკრივე იყო:(
2013, 27 აგვისტო, 19:59
ასე იცის თავში ავარდნამ, შეეძლო "დიადის" ტიტულიც მიეღო.
0 1 4