x
image
worldsport.ge
ვენგერი გულშემატკივრებს აიმედებს

image"არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი კლუბში განსახორციელებელ ტრანსფერებზე ოპტიმისტურადაა განწყობილი. ფრანგი აღნიშნავს, რომ კონკრეტული სახელების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს.
"ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულ სახელებს, შეიძლება ამან ხელი შეუშალოს ტრანსფერებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა ფეხბურთელებს, სხვადასხვა ქვეყნებში ესაუბრებიან. ეს არის კლუბის საქმე და იმედია შემადგენლობას გავაძლიერებთ. დასვენების დრო არ გვაქვს, აქტიურად ვმუშაობთ და როგორც გულშემატკივრებს დავპირდი, მათ იმედებს არ გავუცრუებ". _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე ვენგერმა.
"არსენალმა" ამ ზაფხულს მხოლოდ ერთი ტრანსფერი განახორციელა, "სოშოდან" იაია სანოგო გადმოიბირა. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონურ კლუბს "რეალიდან" იკერ კასილიასის კარიმ ბენზემას და ანხელ დი მარიას გადაბირება სურს. აგრეთვე ლონდონელები აქტიურად მუშაობენ იოჰან კაბაიეს ტრანსფერზე.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0