ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ცნობილია ხისტი გამონათქვამებით, The Guardian-თან “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ უეინ რუნის უკმაყოფილების მიზეზებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ინგლისის ეროვნული გუნდის 27 წლის ფეხბურთელის უბედურება, “წითელი ეშმაკების” ახალი მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის “დამსახურებაა”.
“ჩვენ ვცდილობთ რუნის შეძენას, რადგან მას “მანჩესტერში” პირდაპირ განუცხადეს, რომ ვან პერსის სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის პირობებში, მხოლოდ სათადარიგო მოთამაშე იქნება. სულაც არაა გასაკვირი, რუნი საკუთარ კლუბში თავს უბედურად რომ გრძნობს. რა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე “იუნაიტედის” მწვრთნელი დავიდ მოიესია”, - განაცხადა რუნიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, “არისტოკრატებს” რუნის შეძენის მესამე მცდელობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მეორე ტურში, თბილისის დროით 23 საათზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” სწორედ “ჩელსის” მასპინძლობს.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge