საზოგადოება თუ მეუღლე გღალატობთ 2013, 25 აგვისტო, 11:27 მოულოდნელად შეიტყვეთ, რომ თქვენს მეუღლეს მეგობარი ქალი ჰყოლია. გირჩევთ, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, ნუ იფიქრებთ, რომ ეს სამყაროს დასასრულია. პირიქით, ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, ცივი გონებით აწონ-დაწონოთ და გაანალიზოთ სიტუაცია. ერთი სიტყვით, კეთილგონიერების გამოჩენა გმართებთ. რა არ უნდა მოიმოქმედოთ: 1. ნუ ეცდებით, ქმრის საყვარელს მეტოქეობა გაუწიოთ - ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის ამას არ იმსახურებს. 2. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ყველა მამაკაცი მოღალატეა - ეს ასე არ არის. 3. არ გაუმართოთ მეუღლეს ისტერიკები. 4. არ დამუქროთ თვითმკვლელობით. 5. არავითარ შემთხვევაში არ დაურეკოთ მის საყვარელს. 6. თავს ნუ მოაბეზრებთ გაუთავებელი შეკითხვებით - სად იყო და რატომ დაიგვიანა. სულერთია, ამით არაფერი შეიცვლება - ყოველ შემთხვევაში თქვენდა სასიკეთოდ. როგორ უნდა მოიქცეთ: 1. თქვენთვის გადაწყვიტეთ - შეგიძლიათ თუ არა ამ ფაქტთან შეგუება? თუ არა, მაშინ დაელაპარაკეთ მეუღლეს ამის შესახებ. 2. ეცადეთ გაარკვიოთ, რატომ ეძებს ბედნიერებას სხვაგან. იქნებ ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოთ? 3. დაინტერესდით, რას აპირებს, დაუთქვით სავარაუდო ვადა, რამდენ ხანში გაერკვევა თავის არჩევანში. 4. თუ მეუღლე გარწმუნებთ, რომ მისი რომანი დასრულდა, თქვენ კი ამჩნევთ, რომ ისევ გრძელდება, გადაჭრით უთხარით, რომ თქვენს შორის ყველაფერი დამთავრებულია. 5. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ უბრალოდ გეშინიათ მისი დაკარგვის და ფიქრობთ, რომ ამით თქვენს პირად ცხოვრებას წერტილი დაესვა, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. 55 9-ს მოსწონს
|