უეფამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა სომეხ არბიტრებს ანდრანიკ არსენიანსა და ოგანეს ავაქიანს ევროპის ლიგაში მიკერძოებული მსაჯობისთვის. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინეთის “ინტერისა” და ფარერების “ვიკინგურის” მატჩში (0:1), არსენიანი მთავარი მსაჯი იყო, ხოლო ავაქიანი მისი ასისტენტი.
ორივე მათგანმა აღიარა, რომ მიზანმიმართულად ცდილობდნენ, მატჩის შედეგზე ემოქმედათ და ორი საეჭვო პენალტი დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ამ თამაშზე საბუკმეკერო კანტორებში ფსონი 300000 გირვანქა სტერლინგზე მეტ თანხაზე იყო გაკეთებული.
უეფამდე ხსენებული მსაჯების მიმართ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანალოგიური ვერდიქტი გამოიტანა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge