x
image
ვიზა კოხაძე
რას წერენ პოპ - ვარსკვლავ შაკირას პატარა მილანზე, რომელიც მზრუნველმა დედამ სოფელში, მშობლებთან ჩაიყვანა დასასვენებლად (+ ბევრი ფოტო)

imageპოპ - ვარსკვლავმა გენიალური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პატარა პირმშო საკუთარ მშობლებთან წაიყვანა დასასვენებლად.შაკირა ამჟამად საკუთარ სტუდიაში ახალ ალბომზე მუშაობს და მზრუნველი დედა, რომელიც წამითაც არ ტოვებს მილანს უყურადღებოდ, გადაწყვიტა მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ თავისთან ახლოს ჰყოლოდა.მისი სტუდია ხომ პარიზში მდებარეობს.ისინი პარიზთან ახლოს მომღერლის მშობლების სოფელში იმყოფებიან.


image
imageimage
image
მიუხედავად იმისა, რომ მამა ლიბანელი და დედა კოლუმბიელია, მათ საზაფხულო აგარაკი პარიზის გარეუბანში იყიდეს, სადაც ამჟამად მშობლები ცხოვრობენ.პატარას ძალიან ჭირდებოდა სუფთა ჰაერზე დასვენება ზაფხულის ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილების მონახულების შემდეგ.პოპ - ვარსკვლავის სოფელში სტუმრობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ ფრანგული ყვითელი პრესის წარმომადგენლებს, რომლებიც იმასაც წერენ, თუ როგორ ჩააკითხეს რძალს და შვილიშვილს "ბარსელონას" ცენტრალური თავდამსხმელის ჟერარდ პიკეს მშობლებმა მონახულების მიზნით.მათივე თქმით, მოხუცებმა თავი იჯერეს მილანის ალერსით და აქვე ისიც დასძინეს, თუ როგორ მოსწონთ და ეამაყებათ ასეთი სახელოვანი რძალი, როგორიც შაკირაა.

როგორც ჩანს, მათ ერთი დიდი საერთო ოჯახი აქვთ და უდიდესი სითბო და სიყვარული სუფევს ირგვლივ, რასაც თითოეული მათი თაყვანისმცემელი გულთბილად მიიღებს, როგორც გულრწფელი გულშემატკივარი.

imageimageimage

0
369
16-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0