x
image
worldsport.ge
მონტელას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

imageახალგაზრდა სპეციალისტმა, ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ვინჩენცო მონტელამ საკუთარი მომავალი ფლორენციის “ფიორენტინას” დაუკავშირა.
Football Italia-ს ცნობით, იტალიურმა კლუბმა ევროპის ლიგის მატჩის წინ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს გუნდის შემადგენლობა წარუდგინა და ამასთან, კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ დამსწრე საზოგადოებას ერთი სიახლეც ამცნო - მონტელამ კონტრაქტი გაახანგრძლივაო.
“კარგი ამბავი მაქვს. დღეს მწვრთნელმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩვენთან ხანგრძლივი დროით იმუშავებს” - თქვა დელა ვალემ, თუმცა, შეთანხმების ხანგრძლივობა არ დააზუსტა.
39 წლის მონტელამ “ფიორენტინა” 2012 წლის ივნისში ჩაიბარა. მანამდე ის “რომასა” და “კატანიაში” მუშაობდა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0