საზოგადოება იუნა შაფათავა TV9-ს დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 2013, 20 აგვისტო, 14:48 როგორც მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება TV9-ს დახურვის შესახებ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას უხერხულობას უქმნიდა ის ფაქტი, რომ მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის მფლობელობაში იყო ტელევიზია. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ჟურნალისტს მიეცეს 2 თვის ანაზღაურება. როგორც იცით, იუნა შაფათავა სწორედ მეეცხრე არხში მუშაობდა, მას საკუთარი საავტორო გადაცემა ჰქონდა +16. ტელევიზიის დახურვის ფაქტს იგი საკუთარი ფეისბუქით გამოეხმაურა. გთავაზობთ მის განცხადებას. " დიდი მადლობა TV9-ს - მე ბედნიერი ვიყავი იქ მუშაობის დროს - ფული რომ მქონოდა გამოვისყიდდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ფული ის სასწაულია, რომელსაც მე ვერ ვახდენ, ოცნებები კი მისრულდება. ცუდია, რომ ისეთი ქვეყანა ვართ, რომ სამსახური ადვილად არ იშოვება, მაგრამ პროფესია REPORTER არ იკარგება - ყველა იპოვის სამსახურს ძალიან მალე, მსურს, ასე ახდეს! მადლობა ყველას - კოლეგებს, თითოეულს, ქალბატონ ლუბა ელიაშვილს განსაკუთრებით, რომ ასეთი არაფორმალი, ასეთ სერიოზულ არხზე მიმიღო და ბევრი რამ დამარიგა. უნიკალური გამოცდილება მივიღე და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. წარმატებას ვუსურვებ ყველა მეეცხრეარხელს. იმედია, ჩვენ ერთად კიდევ ვიმუშავებთ." 77 5-ს მოსწონს
|