x
image
ვიზა კოხაძე
კიევში ძალიან პოპულარული ერთობლივი ბრენდი "ანუკი & ბიჭოლა" აღარ არსებობს
imageახალგაზრდა დიზაინერი და ყველასათვის საყვარელი ქალბატონი ანუკი არეშიძე რამდენიმე თვეა უკვე ონკოლოგიური პრობლემების მქონე ქალბატონებისთვის პროექტს ამზადებს. პროექტზე კი მისივე კოლეგა დიზაინერები მუშაობენ.

ასევე რამდენიმე თვეა, დიზაინერ ანუკი არეშიძისა და ბიჭოლა თეთრაძის გზები გაიყარა და ამჟამად ცალ - ცალკე მუშაობენ, მაშინ როცა მიმდინარე წლის აპრილის თვეში უკრაინაში მათ ერთობლივ ბრენდზე "ანუკი & ბიჭოლა"და დასრულებულ მაღაზიაზე ყველა საუბრობდა. ახლახანს გახსნილ მაღაზიას კიევში მხოლოდ "ანუკის" სახელი აწერია.

პრეზენტაცია კიევში საკმაოდ ხმაურიანი იყო და ზედმეტად ინტერესიან ქართულ საზოგადოებას არ გამორჩენია მხედველობიდან ბიჭოლას მოულოდნელი გაქრობა .ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათ ერთობლივად საქმიანობა დაიწყეს, ბიჭოლა ანუკი არეშიძის შეთავაზების ორ ვარიანტზე ხმამაღლა საუბრობდა, სადაც დიზაინერი ამბობდა, რომ ან დაბალი ანაზღაურება და ანუკის თანასწორობა უნდა აერჩია ან კიდევ მაღალი ხელფასი და ჩრდილში დგომა.თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ბიჭოლამ, დღესავით ნათელი იყო საზოგადოებისთვის - პიარი და პოპულარობა.

image
image
მიუხედავად იმისა, რომ კიევში მაღაზიის ხმაურიან პრეზენტაციას ბიჭოლა არ დასწრებია, ცოტა ხანში მას კიევში საკუთარი კოლექციის ჩვენება აქვს - ის ხომ კიევში ცხოვრობს.


დღეს კი გავრცელებული ინფორმაციით, ანუკიმ თექის ცნობილ დიზაინერთან ანა ჩანგიანთან და ირაკლი რუსაძესთან დაიწყო ახალ პროექტზე მუშაობა.

imageimage

0
221
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0