საზოგადოება სენსაცია მოხდა ბრაზილიაში, როდესაც 103 წლის მოხუცმა 3000 მეტრიდან დაშვება გადაწყვიტა 2013, 18 აგვისტო, 13:01 უცხოური პრესა და მედია საშუალებები ბრაზილიაში გუშინ მომხდარ სენსაციურ ფაქტს ეხმიანებიან. ცნობილი გახდა, რომ 103 წლის ბრაზილიელი მოხუცი აიდა მენდოზა საჰაერო პარაშუტით 3000 მეტრი სიმაღლიდან დაეშვა.როგორც საუბრობენ, ეს უკვე მესამე დაშვება იყო ქალბატონის ცხოვრებაში ბოლო სამი წლის განმავლობაში.მოხუცი ბრაზილიის ქალაქ მაკაპაში ცხოვრობს, სადაც საპარაშუტო ბაზა იმყოფება. მისი ფრენა 6 წუთი გაგრძელდა. მართალია, ის ინსტრუქტორების გარემოცვაში იმყოფებოდა ამ მომენტისათვის, მაგრამ როგორც თავად ჰაერში გაიძახოდა: - " ცხოვრება ისეთი სასაცილოა, სიმამაცე ყოველთვის გამოგადგება".
აიდა მენდიზი ბრაზილიაში ყველასთვის კარგად ცნობილი ქალბატონია, რის შესახებაც განცხადებას აკეთებს მისი ინსტრუქტორი პავლო რობერტო პინტი, რომელიც აცხადებს, რომ ქალბატონი აიდა ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. 39 15-ს მოსწონს 1-ს არა
|