x
image
worldsport.ge
ფალკაოს კლუბის გამოცვლა უნდა

imageსულ რამდენიმე თვეა, რაც კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო მადრიდის “ატლეტიკოდან” “მონაკოში” გადავიდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ის უკვე გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.
Marca-ს ცნობით, ამის მთავარი მიზეზი რაღა თქმა უნდა ანაზღაურებაა. 27 წლის ფეხბურთელმა მონეგასკებთან კონტრაქტი რომ გააფორმა, ყოველწლიურად ხელფასის სახით 14 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ ახლა შესაძლოა ამ თანხის მხოლოდ ნახევარი აიღოს. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის კანონმდებლობაში მოხდა ცვლილება და ახლა “მონაკოს” მოთამაშეებს ისეთივე გადასახადების გადახდა მოუწევთ, როგორიც საფრანგეთშია. სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, რომელიც მანამდე მოქმედებდა, ფალკაო გადასახადებისგან თავისუფალი იყო.
“მონაკოს” რუსმა მფლობელმა დმიტრი რიბოლოვლევმა რადამელის სანაცვლოდ მადრიდის “ატლეტიკოს” 45 მილიონი ევრო გადაუხადა. წყაროს ცნობით, კოლუმბიელი შესაძლოა ლონდონის “ჩელსიში” გადავიდეს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0