x
image
worldsport.ge
“კრისტალ პალასმა” ფრანგი მცველი დაიმატა

imageინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებლმა “კრისტალ პალასმა” საფრანგეთის “ბორდოდან” მცველი ფლორიან მარანჟი შეიძინა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
27 წლის ფრანგი, რომელსაც თამაში როგორც დაცვის მარცხენა ფლანგზე, ასევე, ცენტრში შეუძლია, ინგლისურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კარიერის განმავლობაში მარანჟს “ბორდოს” გარდა “ნანსისა” და “ლე ავრში” უთამაშია.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0