x
image
worldsport.ge
ვილიანით “მანჩესტერი” დაინტერესდა

imageმახაჩყალის “ანჟის” ბრაზილიელ ნახევარმცველ ვილიანის აგენტმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის ჩემპიონ “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს.
მენეჯერმა SSNTC-ს უთხრა, “წითელი ეშმაკები” სერიოზულად არიან დაინტერესებულები დონეცკის “შახტარის” ყოფილი ფეხბურთელით.
გასაკვირი არაა, რომ “მანჩესტერში” გადასვლა და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა თავად 25 წლის ფეხბურთელსაც სურს. შეგახსენებთ, რომ “ანჟის” მფლობელმა სულეიმან კერიმოვმა საკუთარი გუნდის ვარსკვლავების გრანდიოზული გაყიდვა მოაწყო და მათ შორის ვილიანიც მოხვდა, რომლის შეძენაც პრემიერლიგის “ტოტენჰემსა” და “ლივერპულსაც” სურთ.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0