x
image
ვიზა კოხაძე
როგორ შეურაცხყვეს პაპარაცებმა ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის ქალიშვილი - სური კრუზი (+ ბევრი ფოტო)
image
გასულ თვეში ცნობილ ვარსკვლავებსა და ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეურაცხყოფილი მხარე ამ დროს აღმოჩნდა 7 წლის სური კრუზი - ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის ქალიშვილი.პაპარაცები დარაჯობდნენ ვარსკვლავურ დედა - შვილს სასტუმროს გამოსასვლელთან. ერთი შედარებით უხეში მამაკაცი - პაპარაცი ცდილობდა გზა გადაეკეტა მათთვის და არ აძლევდა ავტომობილთან მისვლის საშუალებას.გადამღები კამერა უხეშად მოახვედრეს ბავშვს სახეზე.ანერვიულებულმა ბავშვმა დაიყვირა: - " გზიდან გადადით და მოგვეცით საშუალება ჩავჯდეთ მანქანაში". პაპარაცმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბავშვს.გვერდით მდგომმა მამაკაცმა შენიშვნა მისცა უხეშ პაპარაცს, თუმცა უზრდელმა ჟურნალისტმა კვლავ გააგრძელა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მსგავს უმსგავსობას არა ერთხელ ჰქონია ადგილი სელებრითებთან მიმართებაში, მაგრამ ამ ინციდენტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და როგორც რუსული პრესა იუწყება, ცოტა ხანში დადგება ამ დღის ე.წ. " გმირი" პაპარაცის პასუხისმგებლობის საკითხი.

მომხდარ ინციდენტს ჰყავს უამრავი მოწმე, რომლებიც მზად არიან სასამართლოს მისცენ ჩვენება კრუზების დასაცავად.იმედია, ეს პრეცენდენტი მისცემს ბიძგს ხელისუფლებას, მიიღონ კანონი, რომელიც დაიცავს ვარსკვლავებს ჟურნალისტების ასეთი უხეში საქციელისგან.

ამ პროექტს პირველმა მსახიობმა ჰოლი ბერმა დაუჭირა მხარი.სტატიაში კი წარმოგიდგენთ იმ ვარსკვლავური ოჯახების ბავშვებს, რომლებიც არა ერთხელ გახდნენ პაპარაცების ნადირობის მსხვერპლნი.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
image









3
801
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
801
  
2013, 13 აგვისტო, 22:30
კარგია)))
2013, 13 აგვისტო, 21:19
ერთი შეხედვით შესაშური ცხოვრება აქვთ,მაგრამ რთული და მომაბეზრებელი...ჟურნალისტების ,პაპარაცების ,ფოტოგრაფების საქციელი უკვე ზღვარს ცდება
2013, 13 აგვისტო, 20:23
დაცვა უნდა ჰყოლოდა და "შეულამაზებდა " სახეს პაპარაცს.
0 1 3