x
image
worldsport.ge
ჯოვანი ტრაპატონი: “105 მილიონი არცერთი ფეხბურთელი არ ღირს”

imageირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი მიიჩნევს, რომ ლონდონის “ტოტენჰემის” მიერ გარეტ ბეილის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა, პლანეტის არცერთ ფეხბურთელში არაა გადასახდელი.
ლონდონელებმა განაცხადეს, რომ თუკი ვინმეს უელსელი ბეილის შეძენის სურვილი გაუჩნდებათ, მაშინ მის სანაცვლოდ 105 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ. ამასთან, Sky Sports-თან საუბარში, ტრაპატონიმ კლუბების მხრიდან ფეხბურთელების სანაკრებო შეკრებებზე არგაშვებაზეც ისაუბრა.
“ჩემი აზრით, არცერთი ფეხბურთელი არ ფასობს იმ თანხად, რომელიც ბეილის სანაცვლოდ მოითხოვეს. ამასთან, ვერცერთი ცალკე აღებული ფეხბურთელი ვერ მოუტანს გუნდს წარმატებას, თუნდაც ის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, პელე, ან იოჰან კრუიფი იყოს. ყველა ამ სახელგანთქმულ ფეხბურთელს ჭირდება პარტნიორები. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ხშირად კლუბები ფეხბურთელებს დამატებით თანხებს უხდიან, ისინი ნაკრების შეკრებაზე რომ არ წავიდნენ. მე ვთხოვე ფიფას და უეფას, რომ მათ დაავალდებულონ მოთამაშეები და ისინი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდნენ, თუკი გამოძახებულები არიან, მაგრამ ყველა კლუბის გაკონტროლება მათაც არ შეუძლიათ”, - განაცხადა ტრაპატონიმ.
14 აგვისტოს უელსის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ირლანდიას ეთამაშება და მწვრთნელებმა ბეილიც გამოიძახეს, თუმცა, “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ვილაშ-ბოაში ამ ფაქტს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ტრავმის გამო, გარეტი ამ შეკრებაზე არ გამოცხადდება, ამ დროს მკურნალობისთვის გამოიყენებს, რომ კლუბის თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

1
133
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
133
  
2013, 12 აგვისტო, 12:04
ეს მითუმეტეს არ ღირს ამდნეი
0 1 1