საზოგადოება ულამაზესი ქორწილი და პატარძლის 80 მეჯვარე 2013, 12 აგვისტო, 2:42 26 წლის აკადემიის ცეკვის პედაგოგმა ქეით დალბმა, რომელმაც 37 წლის ნორმან გუჩზე (პროფესიით მეხანძრე) იქორწინა, მიიღო გადაწყვეტილება გამორჩეული და პოპულარული ქორწილი გადაეხადა და თავისი ყველა მოსწავლე შეჰყარა, რათა აერჩია, თუ რომელი იქნებოდა ქორწილში მისი მეჯვარე. თითოეული მეჯვარე ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი და რიგებად იყვნენ დაყოფილები: სამი და, დისშვილი, ბიძაშვილი და საუკეთესო მეგობრები.წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრში უნდა მოეწყოთ საზეიმო მსვლელობა ჯვრისწერის ცერემონიის დაწყებამდე. მისის დალბმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: - "ბავშვები იყვნენ ძალიან აღელვებულები, როცა მე ვუთხარი მათ ჩემს ქორწილზე, ერთი წლის მანძილზე მთხოვდნენ მეჯვარეობას, მაგრამ ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება. მე ვერ გადავწყვიტე, რამდენი ამერჩია ხელისმომკიდედ: ორი თუ სამი და ბოლოს ავარჩიე 74 - ვე.ამის გამო ჩემი ქორწილი მრავალრიცხოვანი მეჯვარეებით გახდა უფრო პოპულარული. მშობლებმა დიდი წვლილი შეიტანეს მეჯვარე - გოგონების ჩაცმულობაში". როგორც ფოტოებიდან ჩანს, მართლაც თვალშისაცემი და განსაკუთრებით გამორჩეულია მისის ქეით დალბის საქორწინო ცერემონია, რომელსაც მეუღლესთან - ნორმანთან ერთად 80 ულამაზესი გოგონა უმშვენებს გვერდს. 345 17-ს მოსწონს 1-ს არა
|