x
image
worldsport.ge
მარეკ ჰამშიკმა “ნაპოლისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

imageიტალიური “ნაპოლის” სლოვაკმა ლიდერმა მარეკ ჰამშიკმა საკუთარ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ეს ინფორმაცია საკუთარ თვითერზე ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა.
Football Italia-ს ცნობით, ახალი კონტრაქტის თანახმად, სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გუნდში 2018 წლამდე დარჩება.
“ჰამშიკს “ნაპოლისთან” იდეალური ურთიერთობა აქვს. ის დიდებული ადამიანი, ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც კლუბის ერთგულია. მარეკი ჩვენს მაისურში თავს ბედნიერად გრძნობს და მასთან კონტრაქტი 2018 წლამდე გავახანგრძლივეთ”, - დაწერა დე ლაურენტისმა.
26 წლის ჰამშიკი უკვე მეექვსე წელია, “ნაპოლის” ღირსებას იცავს. მარეკი ნეაპოლელებს 2007 წელს შეუერთდა, როდესაც გუნდი სერია A-ში დაბრუნდა, და 217 მატჩში 61 გოლი გაიტანა.
მოგვიანებით კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და ახალ შენაძენებზეც ისაუბრა: “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი გავაფორმე და ბედნიერი ვარ, აქ 2018 წლამდე რომ დავრჩები. რაც შეეხება გაძლიერებას, ჩემი გადამიწყვეტი არაა, ვის შეიძენდა კლუბი სატრანსფერო ბაზარზე. მაგალითისთვის მარტინ შკრტელს დავასახელებ, რომელიც მაღალი კლასის მოთამაშეა და ვფიქრობ, “ნაპოლისაც” გამოადგება. რაც შეეხება იგუაინს, მწამს, მას საუკეთესო სეზონი ექნება”.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნაპოლიმ” არაერთი ვარსკვლავი შეიძინა, მათ შორის გონსალო იგუაინი, ხოსე კალიეხონი, პეპე რეინა, რაულ ალბიოლი და სხვები.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0