x
image
worldsport.ge
“ვესტ ჰემი” დაუნინგს ყიდულობს

imageინგლისის “ლივერპულის” ნახევარმცველი სტიუარტ დაუნინგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, დიდი ალბათობით, “ანფილდს” დატოვებს და კარიერას ლონდონში გააგრძელებს.
The Telegraph-ის ცნობით, “ჩაქუჩები” 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მერსისაიდელებთან უკვე მართავენ მოლაპარაკებას.
“ვესტ ჰემმა” “ლივერპულს” სტიუარტის სანაცვლოდ ერთხელ უკვე შესთავაზა 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ უარი მიიღო, ახლა კი, სატრანსფერო თანხის 6 მილიონამდე გაზრდას გეგმავს, რაც “წითლების” მოთხოვნასთან ახლოსაა. დაუნინგმა პრემიერლიგის გასული სეზონის 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0