საზოგადოება როგორ ატარებს დროს ირინა შეიკი და ქორწინდება თუ არა ის კრიშტიანო რონალდუზე 2013, 9 აგვისტო, 21:57 ულამაზესი და მომხიბლავი სუპერმოდელი ირინა შეიკი დროს არ კარგავს და იტალიელი მილიარდელის იუბილეს კრიშტიანო რონალდუს გარეშე სტუმრობს.გავრცელებული ინფორმაციით მილიარდელი - ფავაზ გრუოზი უზომოდაა შეყვარებული კრიშტიანოს საცოლეზე.ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე ყვითელი პრეზა იმასაც წერდა, რომ "დაბადების დღის საჩუქრად მიართვეს ფავაზ გრუოზს ირინა შეიკი" და რომ ადვილი შესაძლებელია ირინას სტუმრობა მილიარდელის დაბადების დღეზე მათი ქორწინებით დასრულდესო. მაგრამ მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და შესაბამისად ბევრი რამ შეიცვალა შეიკისა და რონალდუს ურთიერთობაში.ჭორის საბაბი გახდა შარშანდელი 60 წლის იუბილე ცნობილი მაგნატისა, სადაც სუპერმოდელი ლამაზ თეთრ კაბაში, თამამი დეკოლტეთი იყო და იმასაც ამბობდნენ, რომ ექვს ათეულ წელს გადაცილებული იუბილარი მოსვენებას არ აძლევდა მოდელს და თვალებში შესციცინებდა, რის გამოც ირინა იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა იტალია და შვებულება მოხუც ბებოსთან გაეგრძელებინა.
ფოტოებზე ზუსტად გასული წლის იუბილეა აღბეჭდილი.
არც წლევანდელ ზაფხულს დაკლებია მოდელი ფავაზ გრუოზის 61 - წლისთავს და საქმროს გარეშე ესტუმრა იტალიას.იუველირების მაგნატმა დაბადების დღე კუნძულ სარდინიაზე გადაიხადა, სადაც შეიკთან ერთად ცნობილი მოდელები და მოდის მამამთავრები იყვნენ.როგორც კულუარებში საუბრობენ, რონალდუს საცოლე ასეთ ურთიერთობებს არ გაურბის და საკმაოდ თამამად იქცეოდა იუბილეზე.(ამ ფოტოებზე კი გუშინ აღნიშნული იუბილის კადრებია დაფიქსირებული).
ირინა შეიკი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამ თვეში უნდა დაქორწინდეს რონალდუზე, რატომღაც არ ერიდება ყვითელ პრესას და გამომწვევად იქცევა, თუმცა საგულისხმოა, რომ ირინა შეიკი იუბილეზე ყველაზე მომხიბლავად გამოიყურებოდა.მისმა მიმზიდველმა და უნაკლო აღნაგობამ ყველა დაჩრდილა, რასაც თავადაც კარგად გრძნობდა სუპერმოდელი. როგორც უცხოური პრესა გვატყობინებს, შეიკი დროს არ კარგავს და ყველა მიწვევას დაუფიქრებლად თანხმდება.რაც შეეხება კრიშტიანოსა და მის ურთიერთობას, ჯერჯერობით არ ხმაურდება ჯერ კიდევ 3 თვის წინ დაგეგმილი საქორწინო თარიღი.იმედია, ახლა მაინც აღარ გაუჩნდება ბზარი მათ ურთიერთობას და ათეულ ათასობით გულშემატკივარი ერთხელ და სამუდამოდ ვარსკვლავური წყვილის ქორწინების მოწმე გახდება. 310 18-ს მოსწონს 1-ს არა
|