x
image
worldsport.ge
"შენ აღარ ხარ კაპიტანი!"

imageსაინტერესო შემთხვევა მოხდა სერბული "პარტიზანისა" და ბულგარული "ლუდოგორეცის" მატჩის შემდეგ. ბელგრადელებს ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად 1:2 ჰქონდათ წაგებული და შინაც 0:1 დამარცხდნენ. მასპინძელთა კაპიტანი მარკო შჩეპოვიჩი თამაშის შემდეგ ფანებისთვის თავისი მაისურის სროლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და მაისურიანად უკან წამოვიდა. ეტყობა იმიტომ, რომ წაგებული თამაშის გამო აგინებდნენ.
"პარტიზანის" ფანების ერთ-ერთი ლიდერი მილოშ რადოსლავლევიჩი (მეტსახელად კიმი) შჩეპოვიჩთან მივიდა, მოხსნა კაპიტნის სამკლავური და ძირს დააგდო. თან მიმართა: "შენ კაპიტნობის ღირსი არ ხარ!"
მეორე დღეს ეს ინციდენტი გაარჩიეს. შპეჩოვიჩმა ბოდიში მოიხადა და თავის მხრივ, ფანმა განაცხადა, რომ აგრესიულად არ მოქმედებდა. რადოსლავლევიჩი იმედოვნებს, რომ შპეჩოვიჩი მომდევნო მატჩებში 100 პროცენტით დაიხარჯება მინდორზე.
ისე, შპეჩოვიჩი ზოგადად ვიცეკაპიტანია და კაპიტნის, საშა ილიჩის მოედანზე არყოფნის გამო ეკეთა სამკლავური, თუმცა ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს.
http://www.youtube.com/watch?v=4VSqwdZQ-Yk#at=13


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0