საზოგადოება ბექჰემების ლამაზი ოჯახის "დიდი გასეირნება" კალიფორნიასა და ლოს - ანჟელესში 2013, 8 აგვისტო, 13:08 6 აგვისტოს პაპარაცებმა დევიდ ბექჰემის დიდებული და ლამაზი ოჯახი კალიფორნიაში დააფიქსირეს, რასაც თან მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან არა ერთი საინტერესო განმარტება.გასული წლის მსოფლიოს ყველაზე მზრუნველ მამად დასახელებული დევიდი ტრადიციას არ ღალატობს და კალიფორნიის ქუჩები მან პატარა ჰარპერს საყვარელ პოზაში შემოატარა.(გოგონა ხომ მუდამ მხრებზე აზის ვეტერან ფეხბურთელს).ჰარპერთან ერთად მამის გვერდით 10 წლის რომეო და 8 წლის კრუზიც იმყოფებოდნენ, თუმცა "დიდ გასეირნებას" იმ მომენტში ვიქტორია არ დასწრებია და მიუხედავად ამისა მამა - შვილი საუცხოოდ იყო ჩაცმული. ჰარპერს ვარდისფერი კაბა და ჩოგბურთის თეთრი ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო დევიდი შავ მაისურში, ბეისბოლის ქუდში და ჯინსებში იყო. დღის მეორე ნახევარში ვიქტორია ბექჰემიც შეუერთდა ქმარ - შვილს და ოჯახის სრული შემადგენლობა საცხენოსნო ჯირითში იღებდა მონაწილეობას, ამჯერად კი ლოს - ანჟელესში. ექს - ფეხბურთელი, რომელმაც წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა, შესაძლოა მალე ფილმებში ვიხილოთ.მას არა ერთი შეთავაზება ჰქონდა ისეთი ცნობილი რეჟისორისგან, როგორიცაა მეთიუ ვონი.მართალია დევიდს მთავარი როლის შესრულება სურდა, მაგრამ როგორც სარწმუნო წყაროები ამბობენ, იგი დათანხმდა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებას ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან კოლინ ფირტი და სამუელ ლ.ჯექსონი.ფირტს თავად შეუთავაზებია ბექჰემისთვის ფილმში მონაწილეობა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბექჰემი მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე ცნობილ ფილმში "შეუსრულებელი მისია". კინომაგნატმა ჰარი ვაინშტაინმა დადებითად შეაფასა დევიდის მიწვევა კინოში და განაცხადა, რომ ეს არის საუკეთესო იდეა და რომ დევიდი ისეთივე წარმატებული იქნება ამ სფეროში, როგორც ფეხბურთში იყო. 45 11-ს მოსწონს 1-ს არა
|