x
image
worldsport.ge
გოგუამ “სკა-ენერგიას” მოგებას სათავე დაუდო

imageრუსეთის პირველი დივიზიონის მე-7 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” საკუთარ მოედანზე “სიბირს” 2:1 აჯობა და მასპინძლებში ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე გოგიტა გოგუამ ჩაიწერა.
ქართველი ნახევარმცველის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. “სიბირმა” საპასუხო გოლი 34-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა მეტოქის კარი მეორედ 41-ე წუთზე აიღეს. გოგუამ 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ეზე ის ლეონარდო რამოსმა შეცვალა, რომელთან ერთადაც განვლილ სეზონში გორის “დილაში” თამაშობდა. ხაბაროვსკელთა კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ნავალოვსკიმ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ამ გამარჯვების შემდეგ, “სკა-ენერგიამ” 9 ქულა დააგროვა და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-7 ადგილზეა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0