x
image
worldsport.ge
დიეგო კოსტამ “ლივერპული” იუარა

image“ატლეტიკოს” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ ესპანურ სპორტულ გამოცემებს უთხრა, რომ “ლივერპულში” მისი შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები სიცრუეა. მერსისაიდელები რომ მადრიდული კლუბის ბრაზილიელი ლეგიონერის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი, არახალია, მაგრამ არც “ატლეტიკოს” და არც თავად ფეხბურთელს ამ ტრანსფერის განხორციელების არანაირი სურვილი არ აქვთ.
“მადრიდში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ვხედავ, რომ კლუბს ვჭირდები და არც “ლივერპულში” და არც რომელიმე სხვა გუნდში გადასვლა არ მსურს”, – განაცხადა დიეგო კოსტამ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0