x
image
worldsport.ge
რონალდუ: “კონტრაქტის საკითხი გადაწყვეტილი არაა”

imageმადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი გადაწყვეტილი არაა.
“კონტრაქტთან დაკავშირებით ვითარება გარკვეული ჯერ არაა და ამ ეტაპზე, საუბარიც არ მსურს. შესაძლოა, ამის თაობაზე მოგვიანებით მეტი ინფორმაცია გაჩნდეს. სადღეისოდ, კეთილსინდისიერი ვარჯიშით ვარ დაკავებული. აშშ-ს კლუბში გადასვლა? ამისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ პერსპექტივაზე ნაადრევი უარის თქმაც არ მსურს. ღმერთმა იცის, რა იქნება მომავალში. ევროპაში თამაშით კმაყოფილი ვარ და არ ვიცი, სხვა დროს როგორ იქნება”, - უთხრა რონალდუმ AS-ს.
მოსალოდნელია, რომ რონალდუ მადრიდელებთან კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგრძლივებს.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0