საზოგადოება ჰოლივუდის მსახიობი და მოდელი მეგან ფოქსი მალე მეორე შვილის დედა გახდება 2013, 3 აგვისტო, 1:50 ჰოლივუდის მსახიობი მეგან ფოქსი, რომელიც პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სულ წუწუნებდა, რომ ძილი აკლდა, უახლოეს მომავალში მეორე შვილის დედა გახდება. მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მეგან ფოქსის ფეხმძიმობის შესახებ თავად განუცხადა და აღნიშნა: - " ოფიციალურად ვადასტურებ, რომ მეგანი ფეხმძიმედაა. წყვილი ძალიან ბედნიერია". ფოქსის მეუღლე ბრაიან ოსტინ გრინია, რომელთა ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.ისინი 2010 წელს მიწიერ სამოთხედ აღიარებულ ჰავაის კუნძულებზე დაქორწინდნენ და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. წყვილს ერთი შვილი - ნოი ჰყავთ, რომელიც 27 სექტემბერს ერთი წლის გახდება. "ტრანსფორმერების" გმირს არა ერთხელ განუცხადებია, რომ ბევრი შვილის გაჩენა სურდა, რომ ქალისთვის დედობა ყველაზე დიდი და წარმატებული კარიერაა.ფაქტი კი სახეზეა: ნოი შენონ გრინი ჯერ კიდევ მხოლოდ 10 თვისაა და მალე მას პატარა დაიკო ან ძამიკო ეყოლება( მსახიობი შვილის სქესზე არ საუბრობს). ვინც თვალს ადევნებდა მსახიობის ყოველდღიურ ცხოვრებას, ალბათ ყველას გაახსენდება მოწუწუნე ფოქსის გამონათქვამები პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, სადაც ის გულრწფელად აღიარებდა, რომ უჭირდა ბავშვის აღზრდა და ღამეებს ათენებდა. ამ განცხადებების შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ მსახიობი მალევე მეორე შვილს გააჩენდა, თუმცა როგორც ცნობილია ჯერ არ დაბადებული პატარა - გრინისთვის უკვე მესამე შვილი იქნება.საინტერესო ფაქტია, რომ მეგან ფოქსი ბრაიანის 11 წლის კასიუსსაც ზრდის. . 40 14-ს მოსწონს 1-ს არა
|