x
image
ვიზა კოხაძე
ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების ხუთეული, რომლებიც 50 წელს გადაცილდნენ
სექსუალურ ვარსკვლავთა ხუთეულში ჰოლივუდის ცნობილი სახეები მოხვდნენ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საუკუნეს ითვლიან, მაინც მომხიბლავად გამოიყურებიან.

image
ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი ჟურნალ New You - ში თავისი მოქნილი და მიმზიდველი ფიგურით გამოჩნდა.მსახიობს არ დაუმალავს თავისი ასაკი, რომ ის 55 წლისაა და ახალგაზრდულად გამოიყურება, რომ ასაკის მიუხედავად მაინც ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობს.

შერონ სტოუნის გარდა ჰოლივუდს ამშვენებენ ისეთი მსახიობები, რომლებიც 50 წლის ასაკშიც სექსუალურად და მშვენივრად გამოიყურებიან.

image
50 წლის დემი მური, რომლის სახელი დღეს მის სკანდალურ განქორწინებასთან - ახალგაზრდა ეშტონ კუტჩერთან ასოცირდება.თუმცა ეს არ არის მიზეზი მისი ახალგაზრდული აღნაგობისა.როგორც მსახიობი ამბობს, ფიგურა და მარადიულობის საიდუმლო სწორ კვებაში, სპორტულ ვარჯიშში და ჰარმონიულ ცხოვრებაშია.ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ პლასტიკური ქირურგიის შედეგად ინარჩუნებენ ვარსკვლავები ფიგურას.


image
55 წლის მიშელ პფაიფერის სილამაზის საიდუმლო ძალიან უბრალოდ და ბუნებრივად გამოიყურება, როდესაც მსახიობი აცხადებს, რომ მთავარია რას ვჭამთ და რამდენად სპორტულები ვართ. მისი განმარტებით ყველაზე დიდი მტერი ადამიანის ახალგაზრდობისა არის სტრესი და ნერვიულობა, ამიტომ სასურველია პოზიტიურად ვუპასუხოთ ცხოვრებას.

image
დღეს მსახიობი და მოდელი ენდი მაკდაუელი, რომელიც ხშირად სტუმრობს წითელ ხალიჩას, უკვე 55 წლისაა და გამოიყურება, როგორც თავისი უმცროსი ქალიშვილი.ენდი მაკდაუელი დარწმუნებულია, რომ არ უნდა გაექცე ბოტოქსებს და არც მსუბუქ კოსმეტიკურ პროცედურებს.მთავარია - კარგი ემოცია და ფიზიკური აქტიურობა.თავად კი იოგითაა დაკავებული და ალპინისტთა კლუბის აქტიური წევრია.მისი სილამაზის საიდუმლო კიდევ ბუნებრივ ცოცხალ პროდუქტებშია, რასაც ინტენსიურად მიირთმევს.

image
ბოლოს კი 50 წლის ჯორჯ ფოსტერი, რომელიც მუდამ თავისი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა (ცნობისათვის, მან იელის უნივერსიტეტი დაამთავრა).მისი მთავარი საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ კვებაშია, როგორც ამბობს მსახიობი.ჯორჯმა თავად გამოიმუშავა კვების მეთოდი.იგი დაკავებულია სპორტით, ერთი პერიოდი კი გატაცებული იყო კარატით, რაზეც ხუმრობდა კიდეც მსახიობი, რომ არა მარტო ფიგურისთვის, არამედ თავდაცვის მიზნითაც მისდევდა ამ სპორტს.

2
25
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
25
  
2013, 3 აგვისტო, 9:29
მიშელ პფაფიფერი რა კარგია))))) მომეწონა კარგი სტატიაა
2013, 3 აგვისტო, 1:13
ძალიან კარგი სტატიაა მეგობარო ასე რომ ბოლოს ნამდვილად არ ეტყობა ასაკი
0 1 2