x
image
ვიზა კოხაძე
ქართველ ლამაზმანს შორენა ბეგაშვილს ცოტა ხნის წინ 31 წელი შეუსრულდა (+ ბევრი ფოტო)
8 ივლისს ქართველ ლამაზმანს შორენა ბეგაშვილს 31 წელი შეუსრულდა, რომელიც მხოლოდ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა " ექსპოჯორჯიას" უმშვენიერეს ტერასაზე.

image
image
image
image



სექსსიმბოლოდ ცნობილი შორენა ბეგაშვილი "შანელის" თეთრ ატლასის კაბაში იყო გამოწყობილი და გემოვნებით გაფორმებულ ტერასაზე იღებდა სტუმრებს.

იმდენად მომხიბლავად გამოიყურებოდა იუბილარი, მტერს კი არა მხოლოდ, ალბათ მოყვარესაც შეშურდებოდა. მდიდრულად გაფორმებულ "ექსპოჯორჯიას" ტერასაზე სპეციალურად დამზადებული ბანერის წინ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში პოზირებდა იგი." ტერასაზე" შეუღწევადობას შორენას პირადი დაცვა გამოფენის თანამშრომლებთან ერთად აკონტროლებდა.


imageimage
imageimageimage

image
იუბილარმა დაბადების დღე 8 ივლისის ნაცვლად 12 ივლისს გადაიხადა, მიზეზად კი მოუცლელობა დაასახელა.სტუმრებს შორის, როგორც ფოტოებიდან ირკვევა, კახიანების, გაჩეჩილაძეების სრული შემადგენლობა გახლდათ და აგრეთვე რუსთავი 2 - ის რამდენიმე მეგობარი ჟურნალისტი.ფართო მედიისთვის კი წვეულება სანახევროდ დახურული იყო.

მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ, რომელიც იუბილეზე გახლდათ როგორც შორენას უახლოესი მეგობარი, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსიც კი გამოაქვეყნა და შემდეგი შინაარსის კომენტარი დაწერა: - " რა კარგი იყო შენთან. ძალიან ლამაზი საღამო გავატარეთ".

ფაქტია, რომ მართლაც ულამაზესი საღამო იქნებოდა შორენას დაბადების დღეზე.



2
492
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
492
  
2013, 2 აგვისტო, 19:58
ბადურაშვილს რა სიფატი ააქქქქვს:):)
2013, 1 აგვისტო, 22:15
საოცრად გამოიყურება
0 1 2