x
image
worldsport.ge
ABC: რონალდუმ პარიზულ 22 მილიონს მადრიდული 13 მილიონი ამჯობინა

imageთუ ესპანურ ABC-ს დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ფინანსურად მომგებიანი რამდენიმე წინადადება უარყო და “სამეფო კლუბთან” კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენი” რონალდუს 5-წლიან კონტრაქტს და წლიური ანაზღაურების სახით 22 მილიონ ევროს სთავაზობდა. საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე კიდევ ერთი გუნდი, “მონაკო” პორტუგალიელს ასევე 5-წლიან ხელშეკრულებას და 18-მილიონიან ხელფასს ჰპირდებოდა. კიდევ ერთი გუნდი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს დიდძალ თანხას სთავაზობდა, “მანჩესტერ სიტია”.
მიუხედავად მაცდური წინადადებებისა, რონალდუმ “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, 2015 წლამდე მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე გაგრძელდება, ხოლო რონალდუს ანაზღაურება 13 მილიონი ევროთი განისაზღვრება. კონტრაქტზე ხელმოწერების დასმა აგვისტოში, ახალი სეზონის დაწყებამდე მოხდება.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

1
91
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
91
  
2013, 1 აგვისტო, 14:28
სამაგიეროდ იმ 22დან,25% ანუ 5.5 მილიონი დარჩებოდა
0 1 1