x
image
worldsport.ge
ლევანდოვსკი მოტყუებული და იმედგაცრუებულია

imageგერმანული “დორტმუნდის” ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი აცხდებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობის ქმედებით ის მოტყუებული და იმედგაცრუებულია.
ივარაუდებოდა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლევანდოვსკი გუნდს გამოიცვლიდა. პოლონელ ფეხბურთელს ამის დიდი იმედი ჰქონდა. მისივე თქმით, “დორტმუნდის” ხელმძღვანელობას მისთვის გუნდიდან გაშვების პირობა ჰქონდა მიცემული. ლევანდოვსკი იგივეს პოლონურ Rzeczospolita-სთან საუბრისას იმეორებს.
“თუ ვინმე რამეს ამბობს, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს. ის საკითხები, რომლებიც ხელმძღვანელობასთან განვიხილე, მოგვარებული კვლავ არაა. გამოდის, რომ პირისპირ საუბრის დროს ჩემთვის ნათქვამი სიტყვები ტყუილი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვითამაშებ და ვივარჯიშებ, ყოველთვის მექნება იმის განცდა, რომ მომატყუეს. მოკლედ რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ.” – აცხადებს ლევანდოვსკი.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
291
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0