x
image
nukrichanturia
აუქციონზე სიდედრი იყიდება

image სიძისა და სიდედრის ურთიერთდამოკიდებულებაზე არაერთი ანეკდოტი, ისტორია თუ ლეგენდა არსებობს. ამ მრავალსაუკუნოვან "დაპირისპირებაში" ბრიტანელმა სიძემ სრულიად ახალი სიტყვა თქვა. მოთმინებადაკარგულმა ბრიტანელმა, უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და მეუღლის დედა e-bays - ს აუქციონზე გასაყიდად "გამოიტანა.

კონფლიქტი 42 წლის სტივენ ოვენსა და 60 წლის კეროლაინ ალენს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სიდედრმა "ახალგაზრდების" გვერდით დასახლება გადაწყვიტა. ძნელია იმის ახსნა, რამ გადააწყვეტინა ქალბატონ ალენს ამერიკაში სახლის გაყიდვა, სადაც იგი 27 წელი ცხოვრობდა და ქალაქ დერბიში გადასახლება, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული, ამერიკელმა სიდედრმა ყოველი დღე სიძის "თავიდან აღზრდას" მიუძღვნა.

საბოლოოდ "ბუნჩულა" სტივის მოთმინების ფიალაც აივსო და სიდედრის თავიდან მოშორება ორიგინალური გზით გადაწყვიტა. მან სიდედრი e-bays - ს "სხვადასხვა ნივთის" განყოფილებაში სიმბოლურ ფასად - 1 გირვანქა სტერლინგად განათავსა. "ჩემი გადაწყვეტილება სერიოზულია. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ვინმე წაიყვანს. იგი მარტოხელაა და საკმაოდ კარგად არის შენახული", - ამ სიტყვებით შეამკო სტივმა სიდედრის ფოტო.

საინტერესო კი ის არის, რომ კეროლაინს სიძის საქციელი არ გაჰკვირვებია. იგი ამ ყველაფერს იუმორით მოეკიდა და დასძინა, რომ სიძის აღზრდას მაინც არ შეეშვება. ერთადერთი, რამაც ქალბატონი გაანაწყენა, ფასი იყო: "ხომ შეეძლო, 100 გირვანქა სტერლინგი მაინც მოეთხოვა", - აღნიშნა დამწუხრებულმა კეროლაინმა.

2
90
13-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
90
  
2013, 30 ივლისი, 20:00
მაგარია..კარგად გავმხიარულდი))))
0 1 2