საზოგადოება ვლადიმერ პუტინმა გიგანტური თევზი დაიჭირა 2013, 27 ივლისი, 22:56 საყოველთაოდ ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი აქტიურ ცხოვრებას ეწევა. პრეზიდენტს ერთგვარი შვებულება აქვს აღებული და დროს უქმად არ კარგავს. იგი თავდაცვის მინისტრ სერგეი შაიგუსთან და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან ერთად დროს არხეინად ატარებს. არავისთვის არ არის უცნობი, რომ პუტინს ნადირობა და თევზაობა იტაცებს. ამჯერად მას წარმატებული დღე ჰქონდა, რადგან 20 კილოიანი თევზი - ქარიყლაპია დაიჭირა, ხოლო მზარეულს უბრძანა, რომ მისგან კატლეტები გაეკეთებინა. როგორ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი ძალიან კმაყოფილი დარჩა თევზაობით, მით უფრო რომ ეს თევზი მის ყველაზე დიდ ნადავლად ითვლება. 70 11-ს მოსწონს
|