x
image
worldsport.ge
ვენგერი: “სუარესამდე ჯერ შორი გზაა”

imageლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდში “ლივერპულის” თავდამსხმელ ლუის სუარესის ჩარიცხვამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. შეგახსენებთ, მერსისაიდელებმა ურუგვაელი ლეგიონერის თაობაზე “მეთოფეებისგან” უკვე ორი ოფიციალური შეთავაზება მიიღეს და ორივე უარყვეს.
“ვერ ვიტყვი, რომ “არსენალი” სუარესის საკითხის მოგვარებასთან ახლოსაა. მზად ვართ, მოლაპარაკება სწრაფად დასრულდეს, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ”, – განაცხადა არსენ ვენგერმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0