x
image
nukrichanturia
ქალი ერთი თვის განმავლობაში ორჯერ დაფეხმძიმდა. საოცარი შემთხვევა

image ძალიან იშვიათია, ქალი ერთი თვის განმავლობაში ორჯერ დაფეხმძიმდეს. ამჯერად მილიონიდან ერთი შანსი ბრიტანელ ქალბატონს მიეცა: შედეგად, ორი გოგონა, რომლებიც ტყუპად უნდა დაბადებულიყო, სინამდვილეში სხვადასხვა დროს ჩაისახნენ.

პირველი ჩასახვის შემდეგ 32 წლის ბევერლი რობსონის ორგანიზმი კვერცხუჯრედების გამომუშავებას განაგრძობდა და ისე მოხდა, რომ ორი კვირის შემდეგ ქალი მეორედ დაორსულდა. გოგონები, ლია და ლარა, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს გაჩნდნენ, სინამდვილეში ტყუპები სულაც არ არიან. ყველაფრის მიუხედავად, ჩვილები აბსოლიტურად ჯანმრთელნი დაიბადნენ.

მსგავსი ფენომენი, როდესაც ერთი ევოლუციის პერიოდში ორი სხვადასხვა კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება, სუპერფეკუნდაციის (ჭარბი ნაყოფიერება) სახელით არის ცნობილი. ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს ერთ-ერთი ნაყოფი კვდება, რადგან უფროსი ემბრიონი დედისგან უფრო მეტ საკვებს იღებს.

ექიმებმა, რომლებიც მშობიარობას ესწრებოდნენ, ამ მოვლენას "სასწაული" უწოდეს. გოგონების დედა ბედნიერია და აცხადებს, რომ ამიერიდან მას და მის ქმარს "სრულყოფილი ოჯახი" აქვთ, რადგან რობსონებს ორი უფროსი ვაჟი ჰყავთ.

3
402
16-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
402
  
2013, 26 ივლისი, 21:21
არ გამიგია
2013, 26 ივლისი, 20:50
ასეთი რამ პირველად გავიგე.
2013, 26 ივლისი, 19:43
გაგიჟდება კაცი.
0 1 3