საზოგადოება ქვიშის ჭამა სასარგებლოა? ადამიანი რომელიც ქვიშას ჭამს 2013, 26 ივლისი, 18:52 ფორმის შესანარჩუნებლად ადამიანები, ჩვეულებრივი მოკვდავნი და პოპულარულებიც, უამრავ თანხასა და ენერგიას ხარჯავენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დღეგრძელობის საიდუმლო ჩვეულებრივ ქვიშაშია. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის ინდოეთში მცხოვრები ქალბატონი. 80 წლის რამ რატიმ უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივი ქვიშა თავის ყოველდღიურ რაციონში ჩართო. თავადაც ხედავთ ფოტოზე, როგორ ახალგაზრდულად გამოიყურება. " როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ერთ დღეს ქვიშა გავსინჯე და მას შემდეგ ყოველდღე მივირთმევ. ნათესავებს არაერთხელ უთხოვიათ, თავი დამენებებინა ამ მავნე ჩვევისთვის, თუმცა მათი რჩევები არ გამითვალისწინებია. საშუალოდ დღე-ღამეში ერთ კილოგრამ ან კილო-ნახევარ ქვიშას ვჭამ", - განაცხადა ქვიშაჭამია მოხუცმა. რამ რატის შვილიშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექიმების თქმით, თუ მოხუცებულს მსგავსი "დიეტით" არანაირი პრობლემა არ ექმნება, შეუძლია იმდენი ქვიშა ჭამოს, რამდენიც გაუხარდება. "შესაძლოა, მისთვის ეს მართლაც სასარგებლოა", - დასძინა ჩაფიქრებულმა შვილიშვილმა. შეგერგოთ ქალბატონო რამ რატი! 94 12-ს მოსწონს
|