საზოგადოება სილიკონის მკერდი თქვენი ცხოვრების სადარაჯოზე 2013, 26 ივლისი, 18:36
24 წლის ბულგარელი ელენა მარინოვა ავარიაში მოყვა. მისი მანქანა საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანას შეეჯახა. ბულგარელი ქალბატონი სერიოზულად დაშავდებოდა, რომ არა მის მკერდში ჩადგმული სილიკონის იმპლატანტები. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ განმარტა, რომ სილიკონმა დარტყმის ძალა შეამსუბუქა. ხელოვნურმა მკერდმა ისე იმოქმედა, როგორც უსაფრთხოების ბალიში მოქმედებს და საბედნიეროდ, ნეკნები და სხვა სასიცოცხლო ორგანოები სერიოზული დაზიენისგან დაიცვა. თუმცა იმპლატანტები არც ისე მყარი აღმოჩნდა - ძლიერ შეჯახებას ვერ გაუძლო და ორივე გასკდა. ამჟამად ელენას მკურნალობის კურსის ჩატარება მოუწევს. ექიმების მტკიცებით, რომ არა სილიკონები, ტრამვები გაცილებით სერიოზული იქნებოდა. ასე რომ, გააჩნია სიტუაციას, სილიკონები არც ისე ცუდია. 74 10-ს მოსწონს
|