x
image
worldsport.ge
დე სანქტისი “რომაში” გადავიდა

imageიტალიური “ნაპოლის” ყოფილმა მეკარემ, მორგან დე სანქტისმა კარიერის დედაქალაქურ “რომაში” გაგრძელება გადაწყვიტა.
“რომას” ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ნეაპოლელთა თავკაცებს 36 წლის კარის დარაჯის ტრანსფერზე შეუთანხმდა.
კონტრაქტი ორწლიანი იქნება და “ნაპოლი” ვეტერანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 500 ათას ევროს მიიღებს. დე სანქტისი ნეაპოლელთა ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ჯამში 147 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 156 გოლი გაუშვა. მის ანგარიშზე 6 თამაშია იტალიის ეროვნული გუნდის მაისურით.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “სანტოსიდან” 5, 5 მილიონ ევროდ 23 წლის ბრაზილიელი მეკარე რაფაელი შეიძინა, ხოლო ორშაბათს ოფიციალურად წარადგენს პეპე რეინას, რომელიც ნეაპოლელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. აქედან გამომდინარე, დე სანქტისს გუნდში დარჩენის შემთხვევაში თამაში იშვიათად მოუწევდა, მან ახალი გუნდის მოძებნა გადაწყვიტა და მალევე “რომასთან” მიაღწია შეთანხმებას.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0