x
image
worldsport.ge
გამეირო ოფიციალურად სევილიელია

image26 წლის ფრანგი თავდამსხმელი კევინ გამეირო, რომელიც აქამდე პსჟ-ში გამოდიოდა, ოფიციალურად “სევილიას” ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
ფეხბურთელმა “სევილიაში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ესპანელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამიერიდან მისი შეძენის მსურველ კლუბში 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
გამეირო “სევილიაში” შვედეთიდან ჩავიდა, სადაც პსჟ-სთან ერთად შეკრებას გადიოდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0