x
image
worldsport.ge
“ტოტენჰემი” გომისისთვის ბრძოლაში ჩაება
imageფრანგული “ლიონის” თავდამსხმელი ბაფეტიმბი გომისი ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
Goal-ის ცნობით, ინგლისელთა მთავარი სამიზნე “ვალენსიას” ფორვარდი რობერტო სოლდადოა, მაგრამ თუ ლევანტიელებთან შეთანხმება ვერ მოახერხეს, 27 წლის ფრანგის შეძენას ეცდებიან.
ლონდონელთა წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით ხუთშაბათს “ლიონის” პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლას უნდა შეხვდნენ, რათა შესაძლო ტრანსფერის პირობები განიხილონ. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ლიონის” საუკეთესო ბომბარდირი მოცემული მომენტისთვის გუნდიდან გარიცხულია და ახალ სამუშაო ადგილს ეძებს. “ტოტენჰემის” გარდა, ბაფეტიმბის შეძენა “ნიუკასლს”, “სუონსის” და “მარსელსაც” სურთ.


ზურა ქსოვრელი



www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0